ფოთში, ცხელების ცენტრში „კოვიდ-19“-ისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით ორი მოქალაქე შეიყვანეს
ფოთში, ცხელების ცენტრში „კოვიდ-19“-ისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით ორი მოქალაქე შეიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალში მოწყობილ ცხელების ცენტრში, გურიიდან ორი მოქალაქეა შეყვანილი.

ექიმების თქმით, მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„ღამით, ცხელების ცენტრში, ლანჩხუთიდან შემოიყვანეს ორი პაციენტი, 21 წლის ქალი და 29 წლის მამაკაცი. მათ ცხელება აღენიშნებათ. გამოძახებული გვყავს ეპიდემიოლოგები და გადაწყდება ტესტირების საკითხი“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.