ფოთში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა
ფოთში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

ფოთში, ბერდიანსკის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ორივე პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

„112-ის ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი, 70 წლის ქალბატონი და 12 წლის ბავშვი უცნობი აირის ინტოქსიკაციით. ისინი მოთავსებული არიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და გამოკვლევა. იმყოფებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. მდგომარეობა სტაბილურია,“ – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.