ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ დრომდე გრძელდება.

„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის მატებისა, ვითარება კონტროლირებადია“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 18 663 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 338-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 143-ს შეადგენს.