ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

11:27, 05.01.2021

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში ამ ეტაპზე აღრიცხულია ინფიცირების სულ 3 426 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 111 პაციენტი.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტქტების დადგენა, ტარდება საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები, ასევე სწრაფი ტესტები. ამ ეტაპზე გვყავს 292 აქტიური პაციენტი, მათ შორის სტაციონარში მოთავსებულია 39, ფოთის ჰოსპიტალში იმყოფება 31 პაციენტი. კარანტინშია 12, ბინაზე კი 241“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

მსგავსი