ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:29, 13.01.2021

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საეჭვო პაციენტების კვლევა.

„ფოთში ვითარება სტაბილურია. მიმდინარეობს მოსახლეობის პისიარტესტირება. მათ ასევე საშუალება აქვთ, გაიკეთონ ტესტი ანტიგენზე. ფოთში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია სულ 3 663 ინფიცირებული, გამოჯანმრთელებულია 3 316 პაციენტი. თვითიზოლაციაშია 267, ტესტირება კი ჩაუტარდა 379 პირს“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

მსგავსი