ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა
ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„სულ ამ პერიოდისთვის გამოჯანმრთელებულია 3 578 პაციენტი, გარდაცვლილია 27, ხოლო აქტიური პაციენტია 261. ამასთან, სტაციონარში იმყოფება 41, მათ შორის, ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადის 37 ინფიცირებული. კარანტინში იმყოფება ორი, ბინაზე კი, 218 პირი. ბოლო მონაცემებით, ტესტირება ჩაუტარდა 115 ადამიანს, 33 გეგმური, 82 კი სიმპტომური პაციენტია“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 892 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ამასთან, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარაში – 31, იმერეთში – 170, ქვემო ქართლში – 51, შიდა ქართლი – 68, გურიაში – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 116, კახეთში – 50, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში -13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

დატოვე კომენტარი