ფოთში, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო
ფოთში, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

ფოთის თხუთმეტივე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. სურსათის გაცემის პროცესში ჩაერთო ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა, მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად.

„ვაგრძელებთ პროდუქტების გაცემას სკოლამდელი აღზრდის სექტორში რეგისტრირებულ 1934 აღსაზრდელზე. გადასაცემ პაკეტებში მოთავსებულია რვა სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტი. ბაღებში მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები, გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც პროცესის ორგანიზებისთვის, დიდი შრომა გაწიეს“, – აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.