ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა მალთაყვის უბანში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერი კესო გელენიძე აცხადებს, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა, მანქანაში მყოფი 20-25 წლის ახალგაზრდები უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.