ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. იგი მსუბუქი დაზიანებებით ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

„მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთმა უარი განაცხადა კლინიკაში გადაყვანაზე, მძღოლი კი, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას კვლევები ჩაუტარდება და შესაბამისი დახმარება გაეწევა“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

დატოვე კომენტარი