ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა

10:21, 18.06.2018

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 28 წლის ქალი.

შემთხვევა კოკაიას ხეივანში მოხდა.

„მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი