ფოთში ავტომანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი გრძელდება

10:34, 30.04.2020

ფოთის ორივე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ავტომანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი გრძელდება.

ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, საკოორდინაციო შტაბი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„ფოთში სტაბილურად მუშაობს ყველა სტრატეგიული ობიექტი. მოქალაქეები მოგვმართავენ საჭიროებების მიხედვით და ჩვენ ვეხმარებით მათ. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ გადამზიდავ კომპანიებთან. მთავარი მოთხოვნა და რეკომენდაციაა, დატვირთვისა თუ გადაზიდვის პროცესი განხორციელდეს სტანდარტების დაცვით. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისაგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

მსგავსი