ფოთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ფოთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და გადავარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მძღოლი ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მობილუზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ.