ფოთში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ფოთში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

​ფოთში ავარიისას დაშავებული 36 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ფოთში ავარიის შედეგად მამაკაცი დღეს დაშავდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და გადავარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული მძღოლი ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

დატოვე კომენტარი