ფოთში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
ფოთში, კოკაიას ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და „ჰონდას” მარკის ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
„ადგილზე დროულად მივედით, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგხვდა”,- განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა, ლალი დემანიამ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.