ფოთში აქცია „ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა“ გაიმართა
ფოთში აქცია „ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა“ გაიმართა

ფოთში დღეს, სახელწოდებით – „ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა“  აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  ყოველწლიურად, ქაფშიის რეწვის სეზონზე, ქალაქში  უსიამოვნო სუნი დგება, რომელიც თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ვრცელდება.

„ჰაერი მოწამლულია და ყველანი ვიწამლებით. ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. ჩვენი მიზანია გავაგებინოთ ყველას, რომ ვითხოვთ სუფთა ჰაერს და არანაირი პოლიტიკური საფუძველი ამ აქციას არ გააჩნია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლევან მაშავამ.

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.