ფოთში ალილოს მსვლელობა გაიმართა

14:33, 07.01.2018

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთში ალილო გაიმართა. მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა.

შობის საზეიმო მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

შეგროვილი სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს სოციალურად დაუცველებს გადაეცემა.

მსგავსი