ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ღია ზღვაში მიმდინარეობს, მასში ჩართული არიან მყვინთავები და მაშველები. ასევე, ხდება სანაპიროს დათვალიერებაც.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა, ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა, ზღვისკენ მიმავალი დააფიქსირეს, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.