ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 21 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სენაკში, კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

რა გახდა დაჭრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბოროტმოქმედის დაკავების მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.