ფოთში ახალ კორონავირუსზე მიზნობრივი კვლევები გრძელდება
ფოთში ახალ კორონავირუსზე მიზნობრივი კვლევები გრძელდება

მიზნობრივი კვლევის ფარგლებში, ფოთში საბაჟოს თანამშრომლების კვლევა გრძელდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ფოთი ე.წ. მწვანე ზონაა და არსებული ვითარების შესანარჩუნებლად, მუდმივად მიმდინარეობს რისკჯგუფების, ასევე ყველა საეჭვო პაციენტის კვლევა.

„ფოთში პრევენციის მიზნით, გეგმურად გრძელდება „კოვიდ-19“-ზე მებაჟეთა გატესტვა. ჩვენ მათი ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ „პისიარ“ მეთოდით კვლევისთვის. გვაქვს მოლოდინი, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.