ფოთში ახალ კორონავირუსზე მებაჟეებისა და ფარმაცევტების კვლევა გრძელდება

15:58, 06.05.2020

ფოთში ახალ კორონავირუსზე მებაჟეებისა და ფარმაცევტების კვლევა გრძელდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა.

კოვიდ 19″-ზე ტესტირების არეალი გაფართოვდა. გუშინ ფოთში მებაჟეებსა და ფარმაცევტებს ჩავუტარეთ ტესტი, ყველა პასუხი უარყოფითია. აღნიშნული პროცესს დღესაც ვაგრძელებთ. ეს გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ანალიზების კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში „პისიარ“ ტექნოლოგიით ხორციელდება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

დღეს ტესტი 24 მებაჟესა და 19 ფარმაცევტს ჩაუტარდა. პასუხები მოგვინებით გახდება ცნობილი.

მსგავსი