ფოთში ახალ კორონავირუსზე მებაჟეების ნაწილს ანალიზები დღესაც აუღეს
ფოთში ახალ კორონავირუსზე მებაჟეების ნაწილს ანალიზები დღესაც აუღეს

ფოთში ახალ კორონავირუსზე მებაჟეების ნაწილს ანალიზები დღესაც აუღეს. ლუგარის ლაბორატორიაში დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტის თანამშრომელთა ანალიზებიც გაიგზავნა.

„აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა. ფოთში დღეს 23 მებაჟესა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცხრა თანამშრომელს ჩაუტარდა კვლევა. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.