ფოთში ახალ კორონავირუსზე ხუთი პაციენტის კვლევის პასუხებს ელოდებიან
ფოთში ახალ კორონავირუსზე ხუთი პაციენტის კვლევის პასუხებს ელოდებიან

ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკაში ხუთი პაციენტია მოთავსებული, რომელთა სინჯები ახალ კორონვირუსზე კვლევისთვის უკვე გაიგზავნა.

ფოთის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პაციენტებს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„ჩვენთან, ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია ხუთი პაციენტი – 13 ბიჭი , 48 და 71 წლის მამაკაცები, 22 და 66 წლის ასაკის ქალბატონები. ყველა მათგანი ადგილობრივია. ისინი ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით გუშინ შემოიყვანეს. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის უკვე გაიგზავნა და პასუხები გვიან ღამით ან დილით გახდება ცნობილი,“ – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.