ფოთში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ფოთში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ფოთში აქცია სახელწოდებით „გვახსოვდეს 8 აგვისტო“ გაიმართა. ახალგაზრდებმა, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათ დაგმეს რუსული აგრესია და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ფოთს განსაკუთრებით სტკივა ეს დღე, რადგან 10 წლის წინ ეს ქალაქი სერიოზულად დაზარალდა რუსული თავდასხმისაგან. კიდევ ერთხელ მოვედით და ვიხსენებთ იმ ადამინების ღვაწლს, გმირობას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ განვითარებას. ამიტომ თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობების ვალია, გვახოვდეს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, დამპყრობელი და ჩვენ მშვიდობიანი გზით თავისუფალ სამყაროსთან ერთად, ძმებთან ოსებთან და აფხაზებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავთავისუფლდეთ რუსული ოკუპაციისაგან და მშვიდობიანად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, – აცხადებს ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი.

ხვალ ფოთში აგვისტოს ომის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.