ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფოთის მერმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ფოთის მერის ბრძანებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის სხვა მონაწილეებს ერთჯერადი ფულადი პრემია გადაეცათ.

„საქართველოში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 75 წლისთავი აღინიშნა. კაცობრიობის ყველაზე დიდ მტერთან – ფაშიზმთან ბრძოლას 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 2 500 ფოთელის. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. დიდია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ყველა ვეტერანს და მათთან გათანაბრებულ პირს ვულოცავ 9 მაისს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს,“ – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

ინფორმაციას ფოთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.