ფოთში 54 წლის ქალს ეძებენ

15:12, 15.01.2018

ქალაქ ფოთში 54 წლის ნაზი მარშავას ეძებენ.  მეზობლების განცხადებით, დაკარგული მარტოხელაა, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და დაახლოებით ორი კვირაა არავის უნახავს.

,,მაშინვე მივმართეთ პოლიციას. საკუთარი ძალებითაც ვეძებთ. არ ვიცით სად შეიძლება იყოს. ვერსიები არ გვაქვს”, – განაცხადა ნაზი მარშავას მეზობელმა, მანანა სალიამ.

შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მსგავსი