ფოთში 49 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, კარანტინში კი ექვსი პირია გადაყვანილი
ფოთში 49 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, კარანტინში კი ექვსი პირია გადაყვანილი

კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, ფოთში თვითიზოლაციაში ამ დროისათვის 49 ადამიანი იმყოფება. როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ფოთიდან საკარანტინე სივრცეში სულ ექვსი პირის გადაყვანა გახდა საჭირო.

„დღეს დაემატა ექვსი შემთხვევა, აქედან ერთი კარანტინის სივრცეშია გადაყვანილი, რადგან აქ თვითიზოლაციის პირობები არ ჰქონდა და როგორც კი ჩამოვიდა ისრაელიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მაშინვე გადაიყვანა აჭარაში, კარანტინის პირობებში. დანარჩენები ნიგერიიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, რეჟიმის დარღვევის ფაქტს არ ჰქონია ადგილი და არის სიმშვიდე“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.