ფოთში 49 აბი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
ფოთში 49 აბი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 49 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.