ფოთში 41 წლის პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა
ფოთში 41 წლის პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტალში ვირუსის სიმპტომებით მოთავსებულ 41 წლის პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.

პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.

„41 წლის ქალს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის იყო გაგზავნილი. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. საბედნიეროდ, მას „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.