ფოთში 34 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში 34 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთიდან ახალ კორონავირუსზე 34 პირის „პისიარ“ კვლევის შედეგი ცნობილია – ვირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, გამოკვლეულთაგან 31 მძღოლი, სამი კი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელია.

„გამოვიკვლიეთ 34 ადამიანი. ისინი მძღოლები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.