ფოთში 32 პირის „პისიარ“ კვლევის შედეგებს ელოდებიან

10:08, 14.09.2020

ფოთში კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის მამაკაცის კონტაქტების, სულ 32 პირის ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„ეპიდემიოლოგებმა გუშინ მოიკვლიეს 32 კონტაქტი. მათი ნიმუშები გაგზავნილია „პისიარ“ კვლევისთვის. მათი პასუხები დღეს გვეცოდინება. რაც შეეხება პაციენტს, ის შესაბამისი პროფილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი