ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს კვლავ ეძებენ
ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს კვლავ ეძებენ

20 დღეზე მეტია, ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან გასული წლის 4 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

„არაფერი ვიცით, გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. ზრდილობიანი და წესიერი ადამიანი იყო. გაუგებარია, რა უნდა დამართნოდა, უპრობლემო ბიჭი იყო, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. არაფერი შეგვიმჩნევია ბოლო პერიოდში, სულ გაღიმებული და გახარებული გვხვდებოდა. ვერსიაც კი არ გვაქვს, რა შეიძლება, მომხდარიყო“, – განუცხდა ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა, იზოლდა ჯიშკარიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.