ფოთში გამოკვლეულ 11 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში გამოკვლეულ 11 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი თერთმეტივე ანალიზის პასუხი უარყოფითია,  გამოკვლეულ 11 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორის შვიდი მედიკოსია.

„ექიმებს გეგმურად, პრევენციის მიზნით ავუღეთ სინჯი და საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

რაც შეეხება ე.წ. ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ ოთხ პაციენტს, ვირუსი არც მათ დაუდგინდათ.

„ექიმების შეფასებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მხეიძემ.