ფოტოგრაფი ენტონი კაუსი 48 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა
ფოტოგრაფი ენტონი კაუსი 48 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა

ცნობილი ფოტოგრაფი ენტონი კაუსი კორონავირუსით გარდაიცვალა. 48 წლის კაუსი 25 წლის მანძილზე „ნიუ იორკ პოსტისთვის“ მუშაობდა და არაერთი დასამახსოვრებელი ფოტო აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატისთვისაც აქვს გადაღებული.

აღნიშნული სურათი, სადაც ნეიტ და ნიკ დიაზები არიან ნაჩვენები, სწორედ მისი გადაღებულია. ენტონი ნიუ იორკში ცოლთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ამერიკის შეერთებული შტატები პანდემიის ეპიცენტრად არის ქცეული. კორონავირუსით შტატებში 560 ათასზე მეტი ადამიანი არის დაინფიცირებული და 22 ათასზე მეტი ადამიანი გარდაცვლილია.