ფოტოამბავი - შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში
ფოტოამბავი - შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში

ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს მასპინძლობს. მოქალაქეებს ფესტივალში მონაწილეობა დღეს 18:00 საათამდე შეუძლიათ.

ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული პროდუქცია და ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ტკბილეულია წარმოდგენილი. იქვე დააგემოვნებთ ადგილზე მომზადებულ ცხელ შოკოლადს და შოკოლადის შადრევანსაც იხილავთ.

შოკოლადის ფესტივალი თბილისში პირველად იმართება. ღონისძიება საახალწლო ნაძვის ხის ანთებით დასრულდება.