ფოტო-ვიდეო ჯარიმების რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა

19:27, 07.03.2018

ჯარიმის გადახდის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფოტო-ვიდეო ჯარიმების რაოდენობა თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა.

როგორც პირველ არხს შსს-დან აცნობეს, 2018 წლის იანვარ-თებერვალში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების რაოდენობამ 119 236 შეადგინა, ხოლო 2017 წლის იანვარ-თებერვალში 49 159 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო. შსს-ში აცხადებენ, რომ საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.

მსგავსი