ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ხვალ 6 ბალიან შტორმს ელოდებიან
ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ხვალ 6 ბალიან შტორმს ელოდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სმსახურის სინოპტიკურ სამმართველოში აცხადებენ, რომ ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ხვალ 6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
„გაძლიერდება დასავლეთის ქარი, რომელიც 12-17 წმ. სიჩქარით იქროლებს. დღის მეორე ნახევარში, ასევე საღამოს, დაქროლვა 23-25 მ/წმ-ს მიაღწევს. ზღვის ღელვა დღისით 4-5 ბალამდე დაფიქსირდება, საღამოს და ღამის  პირველ ნახევარში კი 5- 6 ბალამდე გაიზრდება. 10 მარტიდან შედარებით სუსტი, ცვალებდი მიმრთულების ქარი იქროლებს, ხოლო ზღვის ღელვა 3-4 ბალამდე დაიკლებს“.- აცხადებენ სინოპტიკურ სამმართველოში.