ფოთის შესასვლელებთან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომობილების შემოწმება და მოქალაქეთა თერმოსკრინინგი გრძელდება
ფოთის შესასვლელებთან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომობილების შემოწმება და მოქალაქეთა თერმოსკრინინგი გრძელდება

ფოთის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სამართალდამცველები ავტომანქანების შემოწმებასა და მოქალაქეთა თერმოსკრინინგს განაგრძობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, წუხელ, კომენდანტის საათის დროს ფოთში კანონდარღვევა არ გამოვლენილა.

„ქალაქში მშვიდი სიტუაციაა. ყველა ის ობიექტი, რომელთა მუშაობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მუშაობს შეუფერხებლად. მუშაობას აგრძელებს საკოორდინაციო საბჭოც. ვურჩევ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.