ფოთის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა შემოწმება და თერმოსკრინინგი გრძელდება
ფოთის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა შემოწმება და თერმოსკრინინგი გრძელდება

ფოთში, ქალაქის შესასვლელებთან განთავსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პოლიცია უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

მიმდინარეობს მგზავრთა შემოწმება და თერმოსკრინინგი.

„ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები. სწორედ ამ ქმედებითაა შესაძლებელი კოვიდ19-ის გავრცელების რისკის შემცირება. ჩვენი მოხალისეები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ, ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში. მოვუწოდებ მოსახლეობას, გარდა აუცილებლობისა, არ გადაადგილდნენ ქუჩებში“ , – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.