ფოთის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა შემოწმება და თერმოსკრინინგი გრძელდება
ფოთის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა შემოწმება და თერმოსკრინინგი გრძელდება

ფოთში, ქალაქის ორივე შესასვლელთან განთავსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პოლიცია უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

მიმდინარეობს მგზავრთა შემოწმება და თერმოსკრინინგი.

„წუხელ, კომენდანტის საათის დროს ოთხი დარღვევა გამოვლინდა. ორივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გრძელდება მგზავრთა შემოწმება, თერმოსკრინინგი. ჩვენი მოხალისეები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ, ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში. მოვუწოდებ მოსახლეობას, გარდა აუცილებლობისა, არ გადაადგილდნენ ქუჩებში“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.