ფოთის შესასვლელებში მგზავრების თერმოსკრინინგი გრძელდება

12:29, 04.04.2020

ფოთის ორივე შესასვლელთან განთავსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის სამინისტროსა და პოლიციის წარმომადგენლები აგრძელებენ ავტომანქანების შემოწმებასა და მგზავრთა თერმოსკრინინგს.

„ფოთში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა ყველა სტრატეგიული ობიექტი. სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ პატრულირებას. საჭიროებისამებრ მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები ქუჩებში. მაქსიმალურად კონტროლდება მოსახლეობის მიერ სოციალური დისტანციის დაცვა მაღაზიებსა თუ ბანკებში.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

მსგავსი