ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 400 დოზა მიიღო
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 400 დოზა მიიღო

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 400 დოზა მიიღეს.

პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს გაუკეთდება, მათ, ვისაც უშუალო შეხება აქვთ კოვიდპაციენტებთან.

„პირველად აიცრება ის მედპერსონალი, რომელიც კოვიდსტაციონარში მუშაობს, ასევე მუშაობენ იმ დაწესებულებებში, სადაც კოვიდზე  საეჭვო პაციენტების ტესტირება ხდება. ვაქცინა ასევე გაუკეთდებათ სტაციონარების მისაღებში, რეანიმაციაში მომუშავე პერსონალსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს. როდის მოხდება მეორე პარტიის გამოგზავნა, ჯერ არ ვიცით. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი განსაზღვრავს.

ყველა რეკომენდაციები გადაგზავნილია სამედიცინო დაწესებულებებში და მაშინ, როდესაც სრულად ჩამოვა საჭირო რაოდენობის ვაქცინა, ცხრა სამედიცინო დაწესებულება გააკეთებს ვაქცინაციას. მედპერსონალი გადამზადებულია ვაქცინის გაკეთების ტექნიკაზე, ასევე მისი შენახვის პირობებზე. ყველა უზრუნველყოფილია სამაცივრო დანადგარებით და იწარმოებს მონიტორინგი, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრიდან, ასევე დაავადებათა კონტროლის მხრიდან“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.