ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 31 პირი იმყოფება
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 31 პირი იმყოფება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში თვითიზოლაციაში 31 პირი იმყოფება.

უწყების ცნობით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დაგვემატა ცაგერის კლასტერიდან რვა პიროვნება, ჯამში, თვითიზოლაციაში გვყავს 31 ადამიანი. მათ ჩაუტარდათ ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითია, ისინი თავს კარგად გრძნობენ. დღეისთვის ვაწარმოებთ გეგმურ კვლევებს რისკჯგუფის ადამიანებთან. შეიძლება ითქვას, რომ ფოთში სიმშვიდე გვაქვს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.