ფოთის საზღვაო ნავსადგურს ახალი ბუქსირი დაემატა
ფოთის საზღვაო ნავსადგურს ახალი ბუქსირი დაემატა

ფოთის საზღვაო ნავსადგურის მცურავ საშუალებებს ახალი ASD ბუქსირი PORTGARTH დაემატა, – ამის შესახებ ,ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ აცხადებენ.

კომპანიის ცნობით, ASD ბუქსირები გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების დროს ოპერირებისთვისაა განკუთვნილი.

2018 წლიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში საბუქსირე მომსახურებას მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის ,,მაერსკის“ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განყოფილების წევრი Svitzer-ი ახორციელებს. ის სპეციალიზებულია საბუქსირე მომსახურების უზრუნველყოფით და ცნობილია თავისი პროფესიული, ეფექტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო ოპერაციებით.

„გასულ წელს, ფოთის ნავსადგურის მცურავ ერთეულებს ბუქსირი SIMSON დაემატა, იანვარში კი ჩამოვიდა გეგმით გათვალისწინებული მეორე ASD ბუქსირი PORTGARTH, რასაც ადგილობრივი ეკიპაჟის წევრების გადამზადება მოჰყვა. ჩვენ ასევე ველოდებით ახალ სალოცმანო კატარღას, რომელიც ერთ კვირაში შემოვა ფოთის პორტში. ეს ხელს შეუწყობს პორტის დახურვის დღეების რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებას. წელს შედეგი სახეზეა, წინა წლის იანვარში თუ უამინდობის გამო, პორტი 20 დღის მანძილზე იყო დახურული, მიმდინარე წლის იანვარში აღნიშნული მაჩვენებელი მნიშნველოვნად შემცირდა და მან 5 დღე შეადგინა“, – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლოურსენმა.