ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ძლიერი და მანევრირებადი სალოცმანო კატარღა შეიძინა
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ძლიერი და მანევრირებადი სალოცმანო კატარღა შეიძინა

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ძლიერი და მანევრირებადი სალოცმანო კატარღა შეიძინა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელი მოეწერა შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2018 წლის თებერვალში პორტს ახალი სალოცმანო კატარღა შეემატება.

„ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სალოცმანო კატარღის შესყიდვა, ფოთის პორტის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია. სალოცმანო კატარღას, ჩვენი ახალი ASD ბუქსირის მსგავსად, შეუძლია უფრო ეფექტური მომსახურების გაწევა და ოპერირება მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში, მაშინაც კი, როცა ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს“, – აცხადებენ კომპანიაში.

„ნავსადგურის ახალი წესები, ახალი სალოცმანო კატარღა და განახლებული საბუქსირე მომსახურება – ყველაფერი ეს ერთად, ძალიან მაღალ პროდუქტიულობას და გაუმჯობესებულ მომსახურეობას შესთავაზებს ჩვენს მომხმარებელს“, – აცხადებს ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი კლაუს ჰოლმ ლაურსენი.