ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება შვიდ ადამიანს მიენიჭა
ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება შვიდ ადამიანს მიენიჭა

ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქისა და ქვეყნის გაძლიერების, ასევე, სხვადასხვა მნიშვნელოვანი დარგის განვითარებისათვის შვიდ ადამიანს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

დღის დასასრულს კი ფოთში მოეწყო კონცერტი, სადაც მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

„ბევრი მიზანი მქონდა. მოხარული ვარ, თუ ოდნავი წვლილი მაინც მიმიძღვის ქალაქის განვითარებაში. დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ფოთის საპატიო მოქალაქემ, ბიდიკო კაკულიამ.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთში გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.