ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც არჩევნების შემაჯამებელ ოქმს უნდა მოეწეროს ხელი „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მათი თქმით, რაც ოლქში ხდება არის წინასწარ დადგმული სპექტაკლი და ფარსი.

„რაც ახლა ხდება ოლქში, ეს არის სრული ფარსი და წინასწარ დადგმული სპექტაკლი. მივმართე კომისიის წევრებს გადაეხედათ თავიანთი გადაწყვეტილებისთვის და არ მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არის ქართველი ხალხის ნების გამოხატვის საწინააღმდეგო, როგორც ვნახე, არავინ აპირებდა აქ ამის გათვალისწინებას და პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა. ახლა ხდება ფოთში გაყალბებული არჩევნების გაპრავება“, – განაცხადა ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით ხომერიკმა.

დატოვე კომენტარი