ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსი დაფიქსირდა
ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსი დაფიქსირდა

ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსი დაფიქსირდა. აღნიშნული საარჩევნო უბნები ერთი დღით დაიხურა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია აცხადებს, კომისიის ინფიცირებული წევრების შეცვლა განხორციელდება.

„ერთი ოლქის მიერ არჩეული კომისიის წევრია, ორი მათგანი კი არის პარტიის მიერ არჩეული, აქედან მხოლოდ მის მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. შესაბამისად, ეს ადამიანი არის თვითიზოლაციაში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ იქნებიან საარჩევნო უბანზე 31 ოქტომბერს, ამიტომ ოლქის მიერ არჩეულ კომისიის წევრთან დაკავშირებით გამოვაცხადებთ კონკურს. ეს ადამიანი განცხადებით მოგვმართავს, რომ შევუწყვიტოთ უფლებამოსილება და ასევე მოხდება პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებზე. პარტიას ორი დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ კომისიის წევრები“, – განაცხადა სალომე როდონაიამ.