ფოთის სანაპირო ზოლზე შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია
ფოთის სანაპირო ზოლზე შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია

ფოთის სანაპირო ზოლზე მეხუთე დღეა, წითელი ალმებია აღმართული. მაშველების ვარაუდით, ზღვაში ბანაობა უამინდობის გამო, თვის ბოლომდე იქნება აკრძალული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება და წინასწარი მონაცემებით, საშტორმო მდგომარეობა 25 ივლისამდე შენარჩუნდება.

დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +25 გრადუსი იქნება.

დატოვე კომენტარი