ფოთის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი სტანდარტებს შეესაბამება
ფოთის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი სტანდარტებს შეესაბამება

ფოთის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, – ასეთია ზღვის წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგები.

ლაბორატორიულმა კვლევის ცენტრმა დაახლოებით ორი კვირის წინ, ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღო.

„უკვე ორჯერ გაკეთდა ზღვის სინჯების ანალიზები ოთხი სხვადასხვა ადგილიდან და ოთხივეს პასუხები საერთაშორისო ნორმებით, ზღვის წყლის სტანდარტს აკმაყოფილებს. უსაფრთხოა ჩვენი ზღვა, ასე რომ, ყველას შეუძლია, იბანაოს“ – აღნიშნა ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა, გია რუხაძემ.

როგორც ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში აცხადებენ, მთელი სეზონის განმავლობაში ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი თვეში სამჯერ განხორციელდება.