ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული
ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული

ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 38 წლის ქალი და 56 მამაკაცი ფოთიდან. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მათი ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. პასუხიც სავარაუდოდ ხვალ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

რაც შეეხება ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 25 წლის ქალს ურეკიდან, მას „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა.